„თიბისი შენთვის“ ახალ პროექტს იწყებს, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადდება

„თიბისი შენთვის“ ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ, მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათ კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის.

„დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით, კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თიბისის“ ცნობით, ამ პროექტის იდეამდე ბიზნესების მხარდაჭერის გუნდი პანდემიის გამოცდილებამ მიიყვანა, როდესაც ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე დაიწყო მუშაობა და მათთვის 200 ონლაინ მაღაზია გაკეთდა.

„ბიზნესების საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ციფრული მარკეტინგი მათთვის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება იყო.

„თიბისი შენთვის“ პროგრამამ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავი პროექტი განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფოსთვის 10 000 სწრაფი ტესტის გადაცემა, მომხმარებლებისთვის საკომისიო გადასახადებში 3 მლნ ლარის დაზოგვა, 200 ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეთავაზება, 300 000 ლარიანი სადაზღვევო ფონდი ინფიცირებული მედპერსონალისთვის და ა.შ. „თიბისი შენთვის“ ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. სულ საერთო ჯამში, თიბისი 5 მლნ ლარს დახარჯავს.

ციფრული სტრატეგიის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსნება. საბოლოო ჯამში, კი, 100 ბიზნესი ინდივიდუალურად მიიღებს ციფრულ სტრატეგიას.

პროექტის პარტნიორები არიან კრეატიული სააგენტო „ვინდფორსი“ და ევროპული ფონდი EFSE.

კომპანიებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: https://www.digitalstrategies.tbcbusiness.ge/ “,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს