ზურაბ ჭიაბერაშვილი - მსოფლიო ბანკის ანგარიში ადასტურებს, რომ „ოცნებას“ მორიგი გაუთვლელი და არასწორი პროგნოზი ჰქონდა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, მსოფლიო ბანკის ანგარიშს ეხმაურება, რომლის პროგნოზითაც საქართველოს ეკონომიკის ვარდნა წელს 6% იქნება და აღნიშნავს, რომ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მორიგი გაუთვლელი და არასწორი პროგნოზი.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ეს იყოს ბაქიბუქი და თავის მოწონება.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს ამ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა „ქართული ოცნების“ მორიგი გაუთვლელი და არასწორი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შემცირდებოდა კორონაპანდემის პირობებში საქართველოს ეკონომიკა და აქაც საქმე გვქონდა ბაქიბუქთან და თავის მოწონებასთან. ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, როგორც დღეს მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ გაცილებით უფრო ღრმა არის ეს კრიზისი და გაცილებით უფრო მეტი ვარდნა იქნება. ესეც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ რეალურ სიტუაციას დღევანდელი ხელისუფლება არ ფლობს და მხოლოდ ხელისუფლებიდან მათი ჩამოცილება, მხოლოდ გარდამტეხი ცვლილება 31 ოქტომბერს არის საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკასაც ადეკვატურად მივხედოთ და ეპიდემიაც ადეკვატურად ვმართოთ. ხელისუფლებაში ივანიშვილის და ამ მთავრობის დატოვება ნიშნავს ამ კრიზისის კიდევ უფრო ღრმად გაგრძელებას, რაც აისახება ძალიან ბევრ ოჯახზე ძალიან მძიმედ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა