ირმა ინაშვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, თანამოქალაქეებთან ერთად პროკურატურაში განცხადება შეაქვს, რომლის მიხედვითაც, 2004-2011 წლებში ადამიანთა წამებას, ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს ჰქონდა ადგილი. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურამ 2016 წლის პარლამენტის დადგენილებით უნდა იხელმძღვანელოს.

„პროკურატაში დღეს ჩვენ შევიტანთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად განცხადებას, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის დადგენილებით, ეს დადგენილება ეხება 2004-2011 წლებში ადამიანთა წამების, ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს, არის ათასობით ფაქტი მოყვანილი, არის კონკრეტული ჩვენებები. ეს დადგენილება მკაფიოდ ამბობს, რომ დანაშაულს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი პოლიტიკური პირები, მე ახლა ვსაუბრობ სააკაშვილზე, ბოკერიაზე და სხვა იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებას", - განაცხადა ინაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს