„მსოფლიო ბანკის“ გამოცემის თანახმად, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ, რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის „მსოფლიო ბანკის“ მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის უახლესი გამოცემის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესია 2020 წელს სიღარიბეს სავარაუდოდ, რეგიონის ყველა ქვეყანაში გააღრმავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, დღეში 3.20 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში, სიღარიბეში დამატებით შესაძლოა 2.2 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო დღეში 5.5 აშშ დოლარის ოდენობის სიღარიბის ზღვარის შემთხვევაში (რომელიც ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გამოიყენება) კი 6 მილიონი ადამიანი.

„საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6 პროცენტით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა