დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება

რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოპონენტების ბრალდებებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, საბოლოოდ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცერთი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს არ დააზარალებს.

„აზერბაიჯანი იყო არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და მეგობრულ ქვეყნად. ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი და ვერც ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს. ვინაიდან, ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. ეს ძალიან მკაფიოდ მინდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რადგან ნებისმიერი პასუხისმგებლიანი, პატრიოტი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ გვქონდა დეტალური და შინაარსიანი საუბარი ამ დემარკაცია- დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით და ვთანხმდებით, რომ აუცილებელია მოიძებნოს შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მიმართულებითაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, კომისიის ფარგლებში იქნება ძალიან საქმიანი და საგნობრივი განხილვა. მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიარეთ ახლადაღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული მასალები, რუკები, საექსპერტო დასკვნები. ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას აბსოლუტურად ნორმალური გაგება ჰქონდა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური სპეკულაციებია ისიც, რომ თითქოს ეს დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, ასევე აბსოლუტურად გაუმართლებელია ბმა დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან ჩვენს სამეზობლოში.

„ისიც მინდა საზოგადოებას შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან იყო მაშინ, როდესაც კონფლიქტი დაწყებულიც კი არ იყო. რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები და ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი, ჩვენი ინტერესების დაცვით ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და სადაც არ დაზარალდება არცერთი მხარის სახელმწიფო ინტერესები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი