სამედიცინო ასოციაციები ერთობლივ ყრილობას 2020 წლის 24 ოქტომბერს გამართავენ

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების საერთო ყრილობის თარიღად 2020 წლის 24 ოქტომბერი განისაზღვრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან“ აცნობეს, ყრილობა გაიმართება მთაწმიდნის პარკის „ანდერვილ კლუბის“ (Underwheel Club) ღია სივრცეში.

„ყრილობაზე წარმოდგენილი და დამტკიცებული იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფენ დარგობრივი ასოციაციებისთვის იმ ფუნქციების მინიჭებას, რომლებიც გახდება საფუძველი, რომ მათ ისეთივე როლის შესრულება შესძლონ სამედიცინო სფეროში , რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

ონლაინ რეგისტრაცია დაწყებულია სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ვებ გვერდის მეშვეობით: http://www.ugma.ge/ge/?option=com_rsform&formId=5

რეგისტრაცია ამ ეტაპზე უფასოა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა