ვახტანგ კალოიანი - კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემად რჩება

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ოპოზიცია ზეწოლას არ შეამცირებას ხელისუფლებაზე, იმისთვის, რომ ყველა სახელფასო დავალიანება და განაცდენი, რაც სამედიცინო პერსონალს აქვს, ანაზღაურდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანებული ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ სახელფასო დანამატი კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის 50% იქნება.

„კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება კვლავ პრობლემად რჩება, არსებობს საკმაოდ დიდი დავალიანებები, არსებობს პრობლემა იმ სამედიცინო პერსონალისა, რომელიც იძულებით არის გადაყვანილი კარანტინში და დამქირავებლები უარს აცხადებენ კარანტინის ბიულეტენის ან სახელფასო ანაზღაურების შესახებ.

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა ოფიციალურად განეცხადებინა, რომ სახელფასო დანამატი კოვიდ ცენტრებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის იქნება 50%, რაც, რათქმაუნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია.ბუნებრივია, ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეფექტურია გაერთიანებული ოპოზიციის ზეწოლა ხელისუფლებაზე. ისინი იძულებულნი გახდნენ მიეღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ შევამცირებთ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა ყველა სახელფასო დავალიანება და განაცდენი, რაც აქვს სამედიცინო პერსონალს, იყოს ანაზღაურებული.“ - განაცხადა კალოიანმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა