ლევან კობერიძე - მთავრობამ „ლელოს” ინიციატივა გაითვალისწინა, სამედიცინო პერსონალი, რომელიც კოვიდ19-თან ბრძოლაშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის ლევან კობერიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ვისაც საბონუსე სისტემა შეეხება.

ლევან კობერიძე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების 50%-ის დანამატის სახით მიღებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ დაპირება შესრულდება.

“5 დღის წინ „ლელოს“ და ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამართულ ბრიფინგზე მოვუწოდეთ მთავრობას, რომ მედპერსონალისთვის, ვინც არის კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, მინიმუმ 1000 ლარიანი ერთჯერადი ბონუსი მიეცათ ბიუჯეტიდან და ამავდროულად, შეემუშავებინათ შედარებით გრძელვადიანი სამოტივაციო სქემაც. ძალიან გვიხარია, რომ მთავრობამ ყურად იღო ჩვენი რჩევა. იმედი გვაქვს, დროულად გასცემენ დაანონსებულ ფულად კომპენსაციებს სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე და ამ თანხის გაცემას კლინიკებს არ დაავალებენ. იმედის ვიტოვებ, რომ მხოლოდ სამთავრობო პიარისთვის არ გაკეთებულა ეს განცხადება და მთავრობა მართლა ზრუნავს ექიმებზე,”- აცხადებს კობერიძე.

მისივე თქმით, “ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი ყოველთვის იქნება ექიმების მედპერსონალის მხარდამჭერი და ყოველთვის მოუწოდებს მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ჯანდაცვის სფეროში.

“ლელოს” ყოველთვის ექნება საკმაოდ მწვავე და დროული რეაგირება, იმისათვის რომ გარკვეული საკითხები, რასაც ხელისუფლება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ვერ ამჩნევს ან არ უნდა რომ შეიმჩნიოს, გავხადოთ აქტუალური და ვაიძულოთ ისინი, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი,” - განმარტა კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა