გიგი უგულავა დავით გარეჯის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებაზე - თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

„თავიდან ბოლომდე ეს არის წინასაარჩევნო პიარისათვის გათვლილი პროპაგანდისტული საქმიანობა, რაშიც პროკურატურა ხშირად მონაწილეობს. თვალწინ მიდგას შოთაძე, როგორ იძლევა ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუ როგორ ავალებდა ამ ბოდვებს ივანიშვილი. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენს რეგიონში მიდის ომი და ნებისმიერი ქმედება ან არასწორი გამოხედვაც კი, შეიძლება, იყოს აღქმული, როგორც მხარის დაკავება, რაც კატასტროფულად არ შეიძლება და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის სწრაფად დასრულდეს საომარი მოქმედებები ჩვენს ორ მეზობელ პარტნიორ ქვეყანას შორის და ჩვენ პირიქით უნდა ვცდილობდეთ მათ შორის შუამავლობას, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროცესი. ამ დროს, ნებისმიერი მსგავსი რამის წამოწყება ნიშნავს როგორი პროვინციული დეგენერატიზმი სუფევს ჩვენს ხელისუფლებაში“, - განაცხადა უგულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა