გიორგი ვაშაძე - ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ?!

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 15 ოქტომბერს ჩანიშნულ სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერს დებატები აშინებს და მიზეზად მოუცლელობას ასახელებს.

"ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ, რომ თურმე დებატებისთვის ვერ იცლით?! რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ დებატების გეშინიათ, გეშინიათ მოხვიდეთ და ფაქტებით გესაუბროთ და ასევე, გეშინიათ იმის, რომ საზოგადოების მხრიდან ამაზე მკაცრ გაფრთხილებას მიიღებთ. 15 ნოემბერს 22:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ღია და საჯარო წილისყრით, რომელიც თქვენ თვითონ დააორგანიზეთ, მე და თქვენ ერთ ჯგუფში ვართ, გელოდებით დებატებში! თუ თქვენ არ გეშინიათ ამ დებატების, მაშინ მობრძანდით!“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ - მინისტრი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც, ერთი მხრივ, აცხადებდა, რომ კორონავირუსის ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, აცხადებდა, რომ მასობრივი ტესტირება საჭირო არ არის.

„თუ ტესტირება არ ჩაატარეთ, კორონავირუსის გამოვლენა, როგორ უნდა მოხდეს? არ მეგონა თუ 5 თვის შემდეგაც ტესტირებაზე საუბარი ისევ მომიწევდა. ვიფიქრე, რომ ჭკუას მაინც ისწავლიდით და ზაფხულის განმავლობაში მოემზადებოდით, მაგრამ თქვენ სატელევიზიო კეკლუცობით, ნარცისიზმითა და საკუთარი ქება-დიდებით დაკავებულები იყავით და თითქოს კორონავირუსი დაამარცხეთ, მოსამზადებლად კი არაფერი გააკეთეთ და უფრო მეტიც, 5 მილიარდიდან, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიყვეს, კაპიკი არ დახარჯეთ, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მომზადებულიყო, რომელზედაც თქვენ თვითონვე საუბრობდით. დღეს ტესტირების შესაძლებლობა ნორმალურად ქვეყანაში არ არსებობს, ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებ ტესტებს აკეთებთ. არც მიზნობრივი, არც სპეციალური და მით უმეტეს არც მასობრივი ტესტირება არ არის ქვეყანაში. ტესტი, ტესტი და ტესტი - ეს არის ერთადერთი გზა კორონავირუსის გავრცელების შესაზღუდად. დღეს მსოფლიო ბანკმა თავისი დასკვნა გამოაქვეყნა და თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, მილიონს ზემოთ, კიდევ 160 000 ადამიანი დამატებით სიღარიბეში გადავა და 400 000 ადამიანს, ფაქტობრივად, შემოსავლის სერიოზული პრობლემა ექნება. აი, ეს არის იმ უსაქმურობის შედეგი, რომელიც თქვენ გაქვთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 15 ოქტომბერს, საღამოს 22:30 საათზე გელოდებით დებატებზე. მე და თქვენ ხალხის თვალწინ გავცემთ ყველა შეკითხვას პასუხს, იქ უკვე ამდენი ტყუილების შესაძლებლობა, რასაც ახლა კადრულობთ, ნამდვილად არ გექნებათ. ნუ გეშინიათ, მოდით და საზოგადოებას პასუხი გაეცით. ამერიკის პრეზიდენტს თუ სცალია დებატებისთვის, როგორმე თქვენ, ყოფილ რუსეთის მოქალაქე გახარიას დებატებისთვის უნდა გეცალოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს