ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუს  შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID 19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასების ზრდის საკითხს.

„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს ეხება, მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც, მათ შორის ექიმების შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც „-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრს, სამხრეთ კავკასიაში, ჯანდაცვის , განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ხელმძღვანელი ლევენტ იენერი წარუდგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა