სასაზღვრო პოლიციის უფროსი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას თავდაცვის ატაშე დანი პიტი და პოლიციის ატაშე ერვე ჟამე დაესწრნენ.

„შეხვედრაზე მხარეებმა სასაზღვრო პოლიციასა და საფრანგეთის საელჩოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ დელეგაციის წევრებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებიც მიმოიხილეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა