საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტი) თავმჯდომარემ, პროფესორმა ვიქტორას ფრანცკიეტისმა ორი ქვეყნის - საქართველო-ლიეტუვას უნივერსიტეტებს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„მადლობას გიხდით, საქართველოსა და ლიეტუვას შორის, ორმხრივი ურთიერთობისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემისთვის, რასაც თქვენი უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ავითარებს.

თქვენი ყურადღებისა და დახმარების წყალობით, ლიეტუვისა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებებს შორის ურთიერთიობა და ჩვენი ქვეყნების ხალხთა მეგობრობა მტკიცდება და უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს. გავძლიერდეთ ერთად!“ - აღნიშნულია ლიეტუვას სეიმის თავმჯდომარის წერილში.

ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანამანათებლო თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი თემაზე „ლიეტუვა და საქართველო - დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები“.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას ფრანცკიეტისმა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ანდრიუს კალინდრასმა, ვილნიუსის კოლეგიის ვიცე-რექტორმა ნიოლე ზინკევიჩიენემ, ვილნიუსის კოლეგიის წევრმა და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ვიდას კავალიუსკასმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს შორის, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია შედგა, რომელზეც მხარეებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავების, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის შემდგომი განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი ორგანიზებულია ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ბალტისტიკის პროექტის „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მოღვაწეობის პრიორიტეტები 2020 წელს“ ფარგლებში. პროექტს ვილნიუსის კოლეგია და სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ახორციელებენ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა. ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვურ საგანმანათლებლო პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მუშაობა პანდემიის პირობებშიც არ შეუწყვეტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა