ზაზა ვაშაყმაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან (ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან) რასულ ესლამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმების თაობაზე. საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, ყოველწლიურ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს.

რასულ ესლამიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ინფორმაციისათვის. მან დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიის მიმართულებით და მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები. ასევე პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოში სუნიტი და შიიტი მუსლიმები ერთად მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრობენ, რაც წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ ქართულ ისლამურ ფენომენს. სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ რელიგიურ თავისუფლებას და მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს რელიგიის სააგენტოს მიერ მუსლიმი თემისადმი გაწეული დახმარებისათვის. შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ირანის დროებითი რწმუნებული (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) რასულ ესლამი, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაუდ ზარე, მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი, პოლიტიკური ატაშე მოჰამადრეზა შალ ბაფი, თარჯიმანი სოსო ონიკაშვილი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება
პირველად საქართველოში: „შატო მუხრანი“ მსოფლიოს 100 საუკეთესო ვენახს შორის 58-ე ადგილს იკავებს