ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში აქამდე არსებული შეთანხმებები უნდა გადაიხედოს და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოხდეს

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში აქამდე არსებული შეთანხმებები უნდა გადაიხედოს და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოხდეს.

ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ დაწყებული გამოძიება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას კითხვის ქვეშ ვერ დააყენებს და საუბარი აზერბაიჯანთან რაიმე პრეტენზიებზე არ არის.

"ძალიან ძნელი მოსასმენი იყო, რაც პროკურატურის მხრიდან გაჟღერდა. როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე სავარაუდოდ, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებს და საუბარია ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ფაქტია და ეს არავის უხარია. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთ ქმედებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს. როგორც ჩანს, პროკურატურას აქვს იმ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რაც ბრალის წასაყენებლად საკმარისია. საბოლოო ბრალეულობის საკითხი სასამართლოს შეფასების საგანია",-აღნიშნა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო