მამუკა მდინარაძე - თურმე, მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი, 1938 წლის რუქა, სადღაც ჰქონიათ შეტენილი და მალავდნენ, რომ საზღვარი საქართველოს საზიანოდ დადგენილიყო

თურმე, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი - 1938 წლის რუქა, სადღაც ჰქონიათ შეტენილი და მალავდნენ იმისათვის, რომ საქართველოს საზღვარი საქართველოს საზიანოდ დადგენილიყო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპონენტების ბრალდებებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით.

მდინარაძის შეფასებით, სამშობლოს გაყიდვის ამაზე კლასიკური მაგალითი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ნანახი არ აქვს.

,,დავით გარეჯი აპრიორი, ჩვენი ტერიტორია იყო და იქნება. ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ მარტივად დავლაგდებით ჩვენს მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. თურმე, მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი, 1938 წლის რუქა, სადღაც ჰქონიათ შეტენილი და მალავდნენ იმისათვის, რომ საქართველოს საზღვარი საქართველოს საზიანოდ დადგენილიყო. თუკი სამშობლოს გაყიდვაზეა საუბარი, ამაზე კლასიკური მაგალითი, ალბათ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, იმის შემდეგ, რაც 2008 წლის ომის რეზოლუციას მხარი დაუჭირეს და ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, ნანახი არ მაქვს. რუკას რომელიც 1938 წელშია გამოსული და უნდა დადგენილიყო საქართველოს საზღვრები ვიღაც ინახავდა სადღაც და დღეს მის მხარდასაჭერად აქციებს აანონსებენ, წარმოგიდგენიათ სად არიან თავიანთ მოღალატეობრივი მენტალობით?!”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო