ადვოკატის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია -დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ჟურნალისტებს დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

„ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა. მისი პოზიციით ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულიყო და ზოგადად, ამ საქმის წამოწევა. თვითონ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის, უბრალოდ, ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს. ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია, ვინაიდან მას არცერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება, ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთადერთი ზიანი, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს მიაყენოს, არის საქმე, რომელიც პროკურატურამ წამოიწყო, ბატონი ივერის სიტყვებს გავიმეორებ - მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს", -განაცხადა მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ნატალია ილიჩოვას, მასთან ადვოკატი ამ დრომდე არ მისულა, შესაბამისად, მისი პოზიცია დაკავებასთან დაკავშირებით, უცნობია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა