თეა ახვლედიანი - მიუღებელია რუსეთის გადაწყვეტილება, რამაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია, მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს.

“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა. მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ- საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება”, - განაცხადა ახვლედიანმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”,- ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა