ვატო სურგულაძე - დადასტურდა, რომ ფარული პოლიტიკაა „დარჩი სახლში", რომელიც მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს

დადასტურდა, რომ ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში", რომელიც მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს,- ამის შესახებ „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენელმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, „ლელოს“ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა - დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში.

მისივე თქმით, „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული თემა, რომლითაც პარტია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მთავრობა ფარულ პოლიტიკას „დარჩი სახლში“-ს ეწევა, დღეს უკვე დაადასტურეს განკარგულების სახით.

მათივე ინფორმაციით, კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.

„ყველა ადამიანს ვისაც ექნება კონტაქტი კოვიდვირუსიანი ყველანაირი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რაც წარმოუდგენელია, რადგან 12 დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ასევე ტესტირების გარეშე გავიდეს გარეთ, მაგრამ იმავე დღეს რომ ჰქონდეს ისევ ვინმე ინფიცირებულთან შეხება ისევ თვითიზოლაციაში უნდა დაბრუნდეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს. ყოველი გამოსვლისას ამბობენ, რომ გავაკეთებთ, შევიძენთ, დავატრეინინგებთ, ყველაფერს სამომავლოდ გეგმავენ და ახლა არაფერს აკეთებენ“, - აცხადებს ვატო სურგულაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა