რუსეთის შსს-მ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე რუსეთში სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ცნობისთვის, ბელარუსის გენერალურ პროკურატურაში ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა, რომელში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოების მიზნით, ლიეტუვაში გადავიდა, სადაც ხელისუფლებამ მას ერთი წლით ყოფნის უფლება მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო