ირაკლი ბერაია - გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე

გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მედიის წარმომადგენლებს დავით გარეჯის საკითხის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა და შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მისთვის ამ მასალების მიწოდება მოხდა.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება, საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელშიც საჯარო მოხელეები, ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქეა ჩართული. პროკურატურის განცხადებით, სამწუხაროდ ის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც დღემდე წარმოებდა წინა ხელისუფლების პირობებში, წარმოებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები. აზერბაიჯანთან ჩვენ გვაქვს მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობაც, ჩართული ვართ, როგორც ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაში ასევე, ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები. ეს პროცესი, ნამდვილად ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს მიუხედავად, სხვადასხვა მავნე აქტორების მხრიდან არაერთი მცდელობისა. გამოძიება არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საქმე და ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.

დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა აქტორს მოუწოდა მოზომილი და ფრთხილი განცხადებებისკენ და თქვა, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზირების საგანი. არ უნდა ხდებოდეს ის უპასუხისმგებლო გამოხდომები ოპოზიციის მხრიდან, რასაც დღეს აქვს ადგილი. ასევე მთავარი გზავნილი, რომელიც მან გააჟღერა იყო ის, რომ არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაუჭრელი საკითხები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო