პროკურატურასთან დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას აპროტესტებენ

გენერალურ პროკურატურასთან დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსები.

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები.

„დაკავებული ადამიანების ოჯახის წევრებს მინდა დავპირდე, რომ როგორც სხვა დაკავებულების შემთხვევაში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, ბოლომდე ვიდექით და ერთი დაკავებულის გარდა, თითქმის ყველას გათავისუფლებას მივაღწიეთ, ისევ ასე გავაგრძელებთ და ვიდგებით, ვიყვირებთ, ვიხმაურებთ და შევაწუხებთ, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ დატოვებს ციხეს თუ დროებით დაკავების იზოლატორს. ახლა დანებება არ შეიძლება, ამ ადამიანების დაჭერით დაგვემუქრა ყველას, რომ ჩვენც დაგვიჭერს“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო