ფიქრია ჩიხრაძე - დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელად განვითარებულ მოვლენებს აშკარად პოლიტიკური სპეკულაციის ელფერი დაკრავს

დავით გარეჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესები მეტია, ვიდრე ივანიშვილი და სააკაშვილი, მათი დაპირისპირება და რომელიმე მათგანის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ, გარეჯის საკითხის ამ ფორმით წამოწევით, რაოდენ ფაქიზ და სახიფათო თემას ეხებიან.

"არ შეიძლება, ამ პარანოიდალურ ბრძოლას შეეწიროს სახელმწიფო ინტერესები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, მომავალ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება,” - აცხადებს ჩიხრაძე და იმედოვნებს, რომ მანამდე გადადგმული უგუნური ნაბიჯებით საქართველოს ინტერესები ისე არ დაზიანდება, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს.

“ამასთან ერთად, კომისიის დაპატიმრებული წევრების საქმე აშკარად მიემატა სისხლის სამართლის იმ მრავალ საქმეს, რომლის თაობაზეც ახალ ხელისუფლებას ახალი, ობიექტური გამოძიების ჩატარება და პოლიტიკური დამკვეთების პასუხისგებაში მიცემა მოუწევს”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა