"როიტერსი" - საფრანგეთი და გერმანია რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებისთვის ნავალნის საქმის გამო, სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდიან

საფრანგეთი და გერმანია ევროპელ პარტნიორებს რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შესთავაზებენ, რაც დაკაშირებული იქნება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხთან. ამის შესახებ „როიტერსი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

პარიზი და ბერლინი სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას მიმდინარე კვირის ბოლოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე დააყენებენ, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საფრანგეთი და გერმანია შესთავაზებენ ევროპელ პარტნიორებს სანქციების დაწესების საკითხს.

„ამ ქვეყნების წინადადება მიმართული იქნება იმ პირებისადმი, რომლებიც ითვლებიან პასუხისმგებლებად ამ დანაშაულის ჩადენაში, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში. ასევე იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ პროგრამაში - „ნოვიჩოკი“ - ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს