დეპუტატი - ყირგიზეთის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის სოორნბაი ჟეენბეკოვის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „ათა-მეკენის“ წევრმა დეპუტატმა კანიბეკ იმანალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების ნაწილმა იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელი მოაწერა.

„ძალიან რთული პროცედურაა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ქვეყნის კანონმდებლობით, პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებული უნდა იყოს დეპუტატების სრული რაოდენობის უმრავლესობის მიერ, რომელიც ინიცირებული იქნება დეპუტატთა ერთი მესამედის მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა