ალეკო ელისაშვილი - კახი კალაძეს თავი თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია, საბჭოთა კავშირი რა იყო? - გამოგიცხადებდნენ და ტაში უნდა დაგეკრა, ეს  არ გვინდა

კახი კალაძეს თავი საბჭოთა კავშირის თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია. ივანიშვილმა თქვა დავაბრუნებ პარკსო და გამოხტა მეორე დღეს და თქვა ასეთი პარკი იქნებაო, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ იპოდრომის ტერიტორიზე ცენტრალური პარკის გაშენების შესახებ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ცენტრალური პარკის მოწყობისთვის არ არის საჭირო „ფონდი ქართუს“ დახმარება.

მისივე თქმით, პარკის მოსაწყობად თბილისის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა თანხა.

„რაც არ მომწონს - „ფონდი ქართუ“ გააკეთებს და 10 მილიონს დახარჯავსო. არ გვინდა ამ „ქართუს“ დაყვედრებები. თბილისის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 300 მილიონი, შესაბამისად, 10 მილიონიც მოიძებნება, რომ მოწესრიგდეს. კახი კალაძეს თავი საბჭოთა კავშირის თბილისის რაიკომის პირველი მდივანი ნუ ჰგონია. ივანიშვილმა თქვა, დავაბრუნებ პარკსო და გამოხტა მეორე დღეს და თქვა, ასეთი პარკი იქნებაო. იქ ვხედავთ შენობებს და დაცემენტებულ ტერიტორიას, არ გვინდა. საბჭოთა კავშირი რა იყო? გამოგიცხადებდნენ და ტაში უნდა დაგეკრა და ეს არ გვინდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ საბურთალოს მოსახლეობას უნდა ჰკითხოს, რისი გაკეთება სურთ იპოდრომის ტერიტორიაზე.

„19-დან მშენებლობას ვაჩვენებთ მაგათ. გაჩერდნენ და პირველ რიგში, ხალხს ჰკითხონ პირველ რიგში, რა უნდათ იქ გაკეთდეს? მე მიმაჩნია, რომ იქ არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ უნდა იყოს, უბრალოდ განათებები უნდა დაიდგას და მოწესრიგდეს. არ გაბედოს კალაძემ და ქალაქის მერიამ იქ რაღაცების მშენებლობა, არ სჭირდება იმას მშენებლობა, იქ საჭიროა მოწესრიგება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა