ირაკლი სესიაშვილი - 2021 წლის ბიუჯეტის დასკვნით ნაწილში აისახება ის რეკომენდაციები, რომ საერთო ჯამში, თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება მოხდეს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

სხდომას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ და მასზე ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მათ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ფარულ შესყიდვებს გეგმავენ 2021 წლისთვის.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და დასკვნით ნაწილში აისახება ის რეკომენდაციები, რომ საერთო ჯამში მოხდეს თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. ეს არის მიმართულება, სადაც რესურსი საჭიროა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში შექმნილ ვითარებას და ზოგადად, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ასევე, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს, ამიტომ მაქსიმალურად კოლეგიალურად უწყებების სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენ ნდობის ჯგუფის ფორმატში ჩამოვყალიბდით და დასკვნაში აისახება რეკომენდაციები თუ რა მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ამ უწყებებში ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს