ალეკო ელისაშვილი - არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, არ უნდა იკადრო - დასაცინს ვიხდით თავს, ორი ექსპერტი რუკას დამალავს, თუ გამოაჩენს თურმე, ამაზეა დამოკიდებული სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის

ორი ექსპერტი რუკას დამალავს, თუ გამოაჩენს თურმე, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის. არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, მაინც არ უნდა იკადრო, - ამის შესახებ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრების დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც ხდება „ქართული ოცნების“ ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული და „სახელმწიფოს ინტერესებით თამაშია“.

„ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი ძალიან ცუდად იქცევა და დავით გარეჯის ნაწილი უბრალოდ წაგვართვა. უკვე ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც ვისაც არ ეზარება, ყველა ყველაფერს უბედავს და ვხედავთ, რომ ასეთი თემებითაც კი მაიმუნობს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“. ეს ხომ ძალიან მგრძნობიარე თემაა, არის რაღაცები, რაც „ქართული ოცნებაც“ რომ ხარ, მაინც არ უნდა იკადრო. რაღაც მაიმუნობასთან გვაქვს საქმე.

ანუ პროკურატურა რას გვეუბნება, რომ ორი ადამიანი, ორი ექსპერტი იმ კომისიაში რუკებს მალავდა. მაშინ სუს-ი ან პროკურატურა რას აკეთებდა, საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურები რას აკეთებდნენ? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? ორი ექსპერტი რუკას დამალავდა, თუ გამოაჩენდა, ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული? თან ეს ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ გაახსენდათ, 3 კვირა რომაა დარჩენილი არჩევნებამდე ახლა გაიღვიძეს და რაღაც ბოდვას გვასმენინებენ. ეს ამბავი რომ გაქექეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ უნდათ, მაგრამ არის თემები, სადაც როგორც არ უნდა გძულდეს ოპონენტი, არ უნდა შეეხო და ასეთი თემაა დავით გარეჯი. დასაცინს ვიხდით თავს და აზერბაიჯანმა უნდა დაგვცინოს. ორი ექსპერტი რუკას დამალავს თუ გამოაჩენს თურმე ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სად გაივლის, არის თემები, რომლებიც არ უნდა იკადრო, სახელმწიფოს ინტერესებით თამაშობენ“, -აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს