გიორგი მარგველაშვილი - ვსაუბრობთ უმაღლესი საიდუმლოების მქონე კომისიაზე, სოფლის ქოხ-სამკითხველო ხომ არაა, საიდანაც „სამი მუშკეტერი“ ხელს გააყოლე, შემდეგ სხვაგან დადე, ან ფურცლები იყო ამოხეული?-„ოცნება“ პარანოიაშია

ჩემი კითხვის ნიშნები შემდეგში მდგომარეობს, ეს არაა ფარატინა ქაღალდი, რომ ხელს გააყოლო. მეორე, 24 წელია კომისია მიმდინარეობს და ვერ აღმოაჩინეს, რომ მთავარი დოკუმენტი, რაზეც მუშაობდნენ არ არის? ელზასსა და ლოთარინგიას შორის საზღვარს უკეთებდნენ დემარკაციას? მესამე, ეს არის არჩევნების კონტექსტი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საუბარია უმაღლესი დაცულობის დოკუმენტზე, რომელიც ერთი ფარატინა ქაღალდი არაა და თუ მართლაც ხდებოდა ამ დოკუმენტის დამალვა, თავის მხრივ ეს მთელი რიგი ადამინების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნიშნავს, რადგან „ასეთი ტიპის დოკუმენტს ერთი ადამიანი არ ატარებს ჯიბით“.

მისივე შეფასებით, პროცესი პოლიტიკური შეფასებებიდან გამომდინარე საჯარო გახდა.

„ ეს კომისია 24 წელია არსებობს, ჩვენ ვსაუბრობთ უმაღლესი საიდუმლოების მქონე კომისიაზე ორ ქვეყანას შორის, ეს ხომ არაა სოფლის ქოხ-სამკითხველო, რომელშიც შემთხვევით „სამი მუშკეტერი“ ხელს გააყოლე და მერე მოიტანე და სადღაც სხვაგან დადე, ან ფურცლები იყო ამოხეული. ვსაუბრობთ უმაღლესი დაცვის ხარისხის დოკუმენტზე, რომელსაც დაცვის, შენახვის, გაცემის დეტალური ნუსხა გააჩნია და ამაზე მთელი რიგი უწყებებია პასუხისმგებელია. ეს არაა ერთი ფარატინა ქაღალდი. ეს დოკუმენტები სპეციალური პროცედურებით ინახება, მიხვედი ჩააბარე, ხელი მოაწერე, წერია რამდენი საათით გქონდა გატანილი, ასეთ დონეზე ინახება. ვსაუბრობთ 24- წლიან პროცესზე, ათეულობით ადამიანი ზის ორივე მხრიდან კომისიაში.

ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ვითარებაში შეფასებისას არის ის, რომ ეს ხდება აბსოლუტურად პარანოიდული მდოგმარეობიდან გამომდინარე, რომელიც არის არჩევნების წინ და ვიცით რა პარანოიაცაა „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. „ქართული ოცნება“ პარანოიაშია, არ ვიცი რატომ აქვთ ეს პარანოია, მე პირადად არასდროს მშინებია ამ პოლიტიკური ძალის. ამ 24 წლის განმავლობაში ამ კომისიაში ალბათ 50-მა კაცმა გაიარა, გამოვიდნენ და პოზიცია დააფიქსირონ. პროკურატურამ და კომკავშირულ უნისონში „ქართულმა ოცნებამ“ სადღეგრძელოები მიუძღვნა, ადამიანს ბრალი დასდო. ეს უკვე საჯარო პროცესია. ამ ადამიანს საჯაროდ დასდეს ბრალი, პროკურატურას უფლება აქვს, მერე გამოვიდნენ პოლიტიკოსები, გულანთებული პატრიოტები, საყდრისის ამფეთქებლები და გამოავლინეს ეს ადამიანი, თუ ვინმემ ამ ადამიანის თაობაზე იცის, საჯაროდ უნდა თქვას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა