გიორგი მარგველაშვილი - "ქართული ოცნება" არა ამომრჩეველს, არამედ ოპონენტს ელაპარაკება - ეუბნები: „მშია“, გპასუხობს, რომ მაშინ „ნაცი“ ხარ

მარტივი მათემატიკაა, რომელიც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა შექმენით, ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ 51%-ზე მეტს ვერ იღებს და ეს იყო სწორი ვერდიქტი, თქვენვე შეიყვანთ პარლამენტში რამდენიმე პატარა პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლებმა ახალ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუჭირონ მხარი და არა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ქვეყანაში პოლიტიკური სურათი მივიღეთ, რომ მმართველი პარტია არა ამომრჩეველს, არამედ ოპონენტს ელაპარაკება. მმართველი პარტიის ლიდერი არა ამომრჩეველს, არამედ ოპონენტი პარტიის ლიდერს ესაუბრება. შენ რომ ეუბნები, რომ მშია, დასაქმება მჭირდება, ჯანდაცვის პრობლემა მაქვს, გპასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს გასარჩევი და თუ გაბრაზებით ეტყვი, რომ მშია, მაშინ „ნაცი“ ხარ. ამ რეალობიდან გამოსვლაა, რომ ისეთ პოლიტიკურ ძალას მისცე ხმა, რომელსაც არ ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომ შენი ხმა არ ადარდებდეს. პატარა პოლიტიკური ძალები დამოკიდებულნი არიან ერთეულ ამომრჩეველზე. არ შეიძლება საქართველო ამ ორ პოლუსს შორის იყოს ჩაკეტილი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა