ბადრი ჯაფარიძე - გამოაქვეყნონ რამდენი შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში გადასახადების სახით ბიუჯეტში

ესაა წინასაარჩევნო ფანდი, რომ როგორმე ყოველდღიურად ვარდნადი რეიტინგი შეაჩერონ და ემსახურება ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობას,- ასე აფასებს "ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე ფონდი „ქართუს“ მიერ დედაქალაქისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემას.

მისი განცხადებით, როდესაც საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, საინტერესოა, იხდის თუ არა ის გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში.

„მისთვის ნათელი გახდა, რომ არ დავუშვებდით იქ მშენებლობას. მოქალაქეების მტკიცე წინააღმდეგობა დაინახა, შესაბამისად, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, რომ იქნებ საარჩევნო მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ჩემთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია იმის მაგალითია, თუ რა უქნეს ქვეყანას, ისევე როგორც „ლაგუნა ვერეს“ გაპარტახებული მდგომარეობა. ეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი აქტივები გავერანდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავისი გემოვნებით გაკეთებული ბაღი ჩვენ არ გვჭირდება. მისი გემოვნება მოქალაქეების გემოვნებისგან განსხვავდება, აქედან გამომდინარე, იქ რა გაკეთდება საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

ქველმოქმედების ყბადაღებულ საკითხს რაც შეეხება, ბიუჯეტში შეიტანონ თანხები. რამდენი შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში გადასახადების სახით ბიუჯეტში, გამოაქვეყნონ. თუ გადასახადები გადახდილი იქნება, მერე სახელმწიფო გადაწყვეტს, სად წარიმართოს ეს თანხები“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო