სატელევიზიო დებატების დროს კამილა ჰარისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი უწოდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და „დემოკრატების“ ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა კამილა ჰარისმა სატელევიზიო დებატები იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სითიში გამართეს.

დებატების დროს კანდიდატებს შორის მინის ბარიერები იყო განთავსებული, დისტანცია კი 3.6 მეტრს შეადგენდა. დებატების დროს კამილა ჰარისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი უწოდა. მაიკ პენსმა კი ბაიდენისა და ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიას ბრალი პლაგიატსა და „რესპუბლიკელების“ იდეების მითვისებაში დასდო.

დებატების დროს კამილა ჰარისმა განაცხადა, რომ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომი წააგო. პენსმა კი უპასუხა, რომ იმას, რაც ტრამპმა შეძლო, ბაიდენი ვერასოდეს გააკეთებს.

„ჩვენ ჩინეთთან სავაჭრო ომი არ წაგვიგია. მსგავს ბრძოლას ჯო ბაიდენი ვერც კი შეძლებდა. ბაიდენი კომუნისტური ჩინეთის იდეებს იზირებს,“ - განაცხადა პენსმა.

კამილა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში დიქტატურის წინააღმდეგ არ იბრძვის, რაზეც პენსმა უპასუხა, რომ სწორედ ტრამპის ძალისმხევით მოხდა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისა და ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია.

იხილეთ ვიდეო: სატელევიზიო დებატების დროს კამილა ჰარიმსა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი უწოდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს