კამილა ჰარისი მაიკ პენსს - იცოდით, რომ ვირუსი აშშ-შიც გავრცელდებოდა, თუმცა მარტამდე არაფერი იღონეთ, „რესპუბლიკელებს“ სამოქმედო გეგმა დღესაც არ აქვთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და „დემოკრატების“ ვიცე-პრემიერობის კანდიდატ კამილა ჰარისს შორის სატელევიზიო დებატების ერთ-ერთი მწვავე თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. კამილა ჰარისმა დონალს ტრამპს ბრალი ქვეყნის არაეფექტურ მართვაში დასდო.

„თქვენ იცოდით რაც მოხდებოდა და არაფერი გააკეთეთ. იცოდით, რომ ვირუსი აშშ-შიც გავრცელდებოდა, თუმცა მარტამდე არაფერი იღონეთ. „რესპუბლიკელებს“ კორონავირუსის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა დღესაც კი არ აქვთ“, - განაცხადა მან.

მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ის რაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეძლო სხვა ვერავინ შეძლებდა და მათ ამერიკის გადარჩენა შეძლეს.

„ჩვენ ზომების დროულად და ეფექტურად მიღება მოვახერხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი მილიონობით ადამიანი იქნებოდა“, - განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს