თენგიზ ცერცვაძე - ქვეყნის ხელმძღვანელობა და პირადად პრემიერი არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებისა, რომ ქვეყანა ყველაზე უკეთ უმკლავდება კოვიდ ინფექციას, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით

სახელისუფლებო ვერტიკალი, პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ 7-8 თვე მოეგო და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობას ხელი უდევს პულსზე და შეხვედრაზე ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც ბოლო პერიოდში პრობლემები შექმნა.

„რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე მთავრობა და ექიმები რეაგირებას არ მოახდენენ, შეიძლება, დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები. დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც, მიმაჩნია და არ მერიდება ამის აღნიშვნა, არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით კოვიდ ინფექციას ყველაზე უკეთ უმკლავდება, ხელი უდევს პულსზე. ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხდებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა