მარია ზახაროვა - საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები რუსეთის მიმართ მუქარასა და შანტაჟის მცდელობაზე გადავიდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მიიჩნევს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიუღებელია.

„ეს განცხადება თავისი შინაარსითა და ტონით მიუღებელია და მიანიშნებს იმაზე, რომ პარიზსა და ბერლინს არ სურთ, დაინახონ ფაქტები, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლებმა მრავალჯერ დაადასტურეს. იმის ნაცვლად, რომ ითანამშრომლონ რუსეთთან გარემოებების დასადგენად და იმის გასარკვევად, თუ რა დაემართა რუს ბლოგერს, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები ჩვენს მიმართ მუქარასა და შანტაჟის მცდელობაზე გადავიდნენ,“- აღნიშნა ზახაროვამ.

გუშინ, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროპელ პარტნიორებს რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შესთავაზებენ, რაც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხთან იქნება დაკავშირებული. მოგვიანებით, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივას გაერთიანებული სამეფოს საგარეომ უწყების ხელმძღვანელი დომინიკ რააბიც შეუერთდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს