ნიკოლ ფაშინიანი - თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს

ჩვენი პოზიცია უცველელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას, ძალადობის გზით არანაირი გამოსავლის პოვნა არაა შესაძლებელი. თუმცა აზერბაიჯანის პოლიტიკა არის ყარაბაღის საკითხის ძალადობრივად გადაწყვეტა. სომხეთი კომპრომისისთვის ყოველთვის მზად იყო. აზერბაიჯანი არის მხარე, რომელსაც არანაირი კომპრომისი არ სურს. მათთვის გამოსავალი არის, რომ ყარაბაღელი სომხები გადასახლდნენ, ისინი ყარაბაღის მიღებას ეთნიკური წმენდის გზით აპირებენ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე მტკიცებით, სომხების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები.

„დღეს გენოციდის განხორციელებაში საერთაშორისო ტერორისტები არიან ჩართულები. ისინი რეგიონში თურქეთმა ჩამოიყვანა. ისინი აზერბაიჯანის მხარეს იბრძვიან. ასე რომ, მსურს ხაზი გავუსვა : თუ გვსურს, ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ, თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს,“- განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: თუ გვსურს ეს კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს, საერთაშორისო საზოგადოებამ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს - ნიკოლ ფაშინიანი

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს