გიორგი კანდელაკი - წყალტუბო „ოცნების“ აღვირახსნილი კორუფციის სიმბოლოა და მას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება

„ევროპული საქართველო“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 1 122 256 ლარის ოდენობის გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მთელი ეს თვეები ტენდერი არ გამოაცხადა და როცა სწავლის დაწყებამდე მხოლოდ დღეები რჩებოდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს პირდაპირი შესყიდვის გზით, ამ რეგიონისთვის კოლოსალური თანხა მიაკუთვნა. კერძოდ, „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1 122 256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. 9-დან 8 კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მეტიც, შპს “არია გრუპს” წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220 760 ლარი უტენდეროდ მისცა. მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ. მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე, არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119 600 ლარი მიიღო. ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია - „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი კორუფცია, რაც 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით უნდა დასრულდეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი „ქართული ოცნების“ კორუფციისა და ჩაფლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ნაცვლად იმისა, რომ წყალტუბო საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მოტორი გამხდარიყო, როგორც ეს აკაკი ბობოხიძის ინიციატივით დაწყებული პროექტებით იყო გათვალისწინებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სიღარიბის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა