უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 5,397 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 244,734-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 93 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4,690-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა კი 108,233-ია.

იხილეთ ვიდეო: უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს