სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 473-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 004-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 45 312 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 8 157 პირს უტარდება.