პროკურორი - ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები განზრახ და შეგნებულად მოქმედებდნენ

დროებითი მოთავსების იზოლატორში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა. ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულები განზრახ, მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, დღეს მოხდება მათთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა. წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ.

მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება", - აცხადებს სადრაძე.

კითხვაზე, თუ ვინ იყო საგამოძიებო რიგანოსთვის ინფორმაციის წყარო, პროკურორი პასუხობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და მასალები. ამ ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა მოხდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მოძიება და გამოკითხვა ბუნებრივია, მოხდა. ყველა მტკიცებულება კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მოპოვებული. საქმეში მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას", - განაცხადა სადრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა