ივერი მელაშვილის ადვოკატი - დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს - საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია

დღევანდელი მოვლენები და ზოგადად, ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია.

„ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი და პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ პირნათლად 1994 წლიდან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება... დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს - არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ივერი მელაშვილის ადვოკატი - დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს