დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰა ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა", - განაცხადა სადრაძემ.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა