ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს 500-მილიონიანი სესხის მომსახურება წლიურად 100 მლნ-ზე მეტი უჯდება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სესხს დაფარავს თუ რეფინანსირებას გაუკეთებს

ეკონომიკის მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს 500 მილიონიანი სესხის მომსახურება წლიურად 100 მილიონზე მეტი უჯდება და წლის ბოლოს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ დაფარავს თუ რეფინანსირებას გაუკეთებს აღნიშნულ სესხს საქართველო.

მისივე თქმით, საქართველოს ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობის ვალების აღება მოუწია.

„რას უნდა ველოდოთ 2020-2021 წლის გლობალური ეკონომიკური კუთხით?! ეს მოგვცემს საშუალებას ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავფაროთ ეს საკმაოდ ძვირიანი სესხი, 500 მილიონი არის აღებული 2008 წელს და პროცენტი ძალიან მაღალია, ჩვენ ისედაც ბოლო პერიოდში მოგვიწია დიდი რაოდენობა ვალების აღება და ასეთი ძვირიანი სესხის დაფარვა, რომლის წლიური მომსახურება 100 მილიონზე მეტი უჯდება საქართველოს, თუმცა თუ ვხედავთ, რომ პანდემიური კრიზისი ღრმავდება, მას მოსდევს ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ ალბათ იძულებულები ვიქნებით ამ სესხის რეფინანსირება გავაკეთოთ. გლობალური კრიზისის რისკი რამდენადაც შემცირდება, იმდენად ვიქნებით თამამები ამ სესხის დაფარვისთვის. ყველაფერი იქნება ღიად, არ ვჩქარობთ და ვიმოქმედებთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოს გამოშვებული აქვს 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრობონდი, რომელიც უნდა დაიფაროს 2021 წელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა