შერიფ საადალა - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება არის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი

საქართველოს ინტელეტუალური საკუთრების უწყების თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და აკადემიის ხელმძღვანელის შერიფ საადალას შორის საუბარი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხარისხიანი სისტემის შექმნაში საქპატენტს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია დაეხმარება.

შეხვედრაზე თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს შორის WIPO-ს აკადემიის ხელმძღვანელმა დაასახელა ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე, პრიორიტეტულ საკითხად გამოიკვეთა WIPO-ს პუბლიკაციებისა და WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარებული საფეხურის დისტანციური სწავლების კურსის “სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები და დიზაინი (DL-302)” მასალის ქართულ ენაზე თარგმნა და ადაპტირება.

„აკადემია მიესალმება საქპატენტის ინიციატივებს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უწყება არის ეფექტიანი თანამშრომლობის მოდელი“, - განაცხადა WIPO-ს აკადემიის ხელმძღვანელმა, შერიფ საადალამ.

,,საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძის მხრიდან შეხვედრაზე დაისვა საკითხი ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში სერტიფიცირებული ტრენერების რიცხვის ზრდის აუცილებლობის შესახებ, აკადემიის მხრიდან გამოითქვა თანხმობა WIPO-ს აკადემიის დახმარებით განხორციელდეს ტრენერთა დამატებითი ტრენინგები.

გარდა ამისა, WIPO-ს აკადემიისა და საქპატენტის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა ტრენინგი მოსამართლეებისთვის, სადაც ისინი გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებს და მოწინავე ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას. აღნიშნული ტრენინგი მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნება ქართულ ენაზე, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისობაში.

WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების დარგში განათლებისა და ადამიანური რესურსების მომზადების ცენტრია მსოფლიოში. აკადემიის დისტანციური სწავლების პროგრამები ხელმისაწვდომია ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. აკადემიისა და საქპატენტის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა WIPO-ს რიგით 61-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც წელს კორონავირუსის (COVID -19) პანდემიის მიზეზით ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქართველოს დელეგაცია ასამბლეას დისტანციურ რეჟიმში დაესწრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა