რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს

აზერბაინაჯის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც სომხეთის მიერ განხორციელებული გენოციდია, დაახლოებით 30 წელია გრძელდება. გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში კონფლიქტის დიდი ცხელი წერტილის შექმნით.

„ბოლო დროის პროცესებმა აჩვენა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე. საერთაშორისო საზოგადოებამ ეს რეალობა უნდა დაინახოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის ყოფნა უნდა დაასრულოს," - აღნიშნა ერდოღანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს