„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით  განისაზღვრა

2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებს შორის კი ლიდერობს თბილისი და აჭარა.

„საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით); მშენებლობა - 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით)“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს (სამეწარმეო) სექტორში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 161.7 ლარი შეადგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა