გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია

პარტიის „სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

ამ საკითხზე პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისი პარტია თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს, რათა შშმ პირებს მიეცეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის მუშაობის შესაძლებლობა.

ჟორჟოლიანმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, „რომლითაც ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე პირთა მიმართ არსებული ქმედითუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო“. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით თანასწორობის საკითხის გადაწყვეტა რეალური გახდა.

„დღეს, როდესაც ყველა ველოდებით არჩევნებს, ესაა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა საკითხი, რომლის იმპლემენტაცია არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის, არამედ, შშმ პირებისთვის ჩვენს საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად აქტუალური. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობდით მთელ რიგ გაერთიანებებთან და გავაგრძელებთ ამ მუშაობას. მივაღწევთ იმას, რომ თანასწორობა იყოს არა სიტყვებით, არამედ რეალურად ჩვენს საზოგადოებაში. არა მხოლოდ ჰუმანური საკითხი უნდა გადაწყდეს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა თავის თავის რეალიზებისა, სრულად ჩართვისა ჩვენი საზოგადეობის ეკონომიკურ და სხვა ყველა სფეროში, არამედ ეს ადამიანები იმუშავებენ არა მხოლოდ თავისთვის, ქვეყნის განვითარებისთვისაც“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა პარტიის წევრმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში ექსპერტმა მაია ასაკაშვილმაც. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებელობების პირების უფლებების სრული რეალიზება მოხდეს.

„სოციალური საჭიროების მქონე პირებს დაუბრუნდათ არჩევნებში მონაწილეობის და ყველა ის სამოქალაქო უფლება, რასაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს. მინდა მადლობა გადავუხადო „სოციალ-დემოკრატებს“, რადგან მხოლოდ მათი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, რომ მე მათთან ერთად საპარლამენტო ტრიბუნიდან მომდევნო პარლამენტში შევძლო მაქსიმალურად ვიმუშაო შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფელების დაცვისთვის“,- განაცხადა ასაკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის