რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 260 112-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 191 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, საერთო ჯამში, 22 056-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 002 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.