კახა კუჭავა - სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს - იმიტომ არ უნდა გადაგვეცა აზერბაჯაინული მხარისთვის რუკები, რომ არჩევნები მოდის?

ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი, იმიტომ არ უნდა გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის რუკები, რომ არჩევნები მოდის?- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები საქართველოში ყოველ წელს ტარდება, ამიტომ არარელევანტურია არგუმენტი, რომ გამოძიების დაწყება არჩევნებს უკავშირდება.

„ეს ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საქმეა, არ შეიძლება, ვერ დაიმალება, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გახდება ცნობილი და არ მინდა ვინმეს შერცხვეს იმ განცხადებების და პოლიტიკურად სპეკულირების ქართულ მიწასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლის კითხვის ნიშანსაც არ ვსვამთ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზეა ისტორიულად და ქართული მიწა- წყალია.

ძალიან სამწუხაროა, როცა ვისმენთ სპეკულაციებს და ცდილობენ, წინასაარჩევნოდ გამოიყენონ ეს საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს უკვე როგორც ჩვენ ვიცით, თვეების განმავლობაში, რაზეც კომუნიკაცია იყო მათ შორის, აზერბაიჯანის მხარესთან.

არ გადაგვეცა რუკები აზერბაიჯანის მხარესთვის? იმიტომ არ გადაგვეცა, რომ არჩევნები მოდის? ეს გაკეთდა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვალა პროკურატურამ, რომ საქმე უკვე აღეძრა ოფიციალურად, მანამდე საჭიროდ ჩათვალა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ აღმოჩენილი დოკუმენტაცია გადაეცა აზერბაიჯანული მხარისთვის და ძალიან მიხარია, რომ ვისმენ აზერბაიჯანული მხარისგან იგივე კომენტარებს, რომ ჩვენს მეგობრობას ეს საფრთხეს ვერანაირად ვერ შეუქმნის. მთავარია, სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა მან.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება გამოძიების ფარგლებში გამოიკითხოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, კუჭავა ამბობს, რომ არ იცის „რამდენად ჰქონდა ზურაბიშვილს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ საკითხთან შეხება“.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს