„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა

„საქართველოს ბანკი“ სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, მათ მიერ გამოყოფილი დაფინანსება 30 სულზე გათვლილ, კაპიტალური ფერმისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა.

„ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. “საქართველოს ბანკისთვის” ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს